|
2018-05-30 13:52:39, 1514 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი, მტკივნეულად აისახა მოსახლეობის სიღარიბის დონეზე
„დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი, რომელიც გვქონდა 2015 და 2016 წლებში და ის რყევა, რომელიც მოხდა ამ პერიოდში, მტკივნეულად აისახა მოსახლეობის სიღარიბის დონეზე" - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აპრილის თვის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებულ ბრიფინგზე განაცხადა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ყველას ძალიან კარგად ახსოვს 2015-16 წლები, თუ რამდენად მტკივნეული იყო მოსახლეობისთვის, როდესაც მოხდა ლარის დევალვაცია. „იმის გამო, რომ დოლარში იყო გაცემული სესხები, რეალურად ძალიან მძიმე ფინანსური დარტყმა მიიღო ჩვენმა მოსახლეობამ, რამაც შეუმცირა მათ განკარგვადი შემოსავალი. შესაბამისად, ეს სიღარიბის დონეზეც აისახა, ცხოვრების ხარისხზეც აისახა და ყველაფერზე, რაზეც ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და რა თქმა უნდა, ყველა მეთოდით უნდა შევეცადოთ ის, რომ ჩვენი მოსახლეობა ნაკლებად იყოს დამოკიდებული კურსზე და ვალუტის რყევებზე. მოგახსენებთ, რომ 2018 წლის აპრილის მონაცემებით, დოლარიზაცია მნიშვნელოვნადაა შემცირებული, თუმცა ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა . პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, დეპოზიტების დოლარიზაცია შემცირდა 70 პროცენტიდან 62 პროცენტამდე, რაც ნიშნავს, რომ დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 29 პროცენტიდან 37 პროცენტამდე. სესხების ლარიზაცია გაიზარდა 34-დან 44 პროცენტამდე, ხოლო დოლარიზაცია შემცირდა 65 - დან 55 პროცენტამდე. „საკმაოდ კარგი მიღწევები გვაქვს ფიზიკური პირების დოლარიზაციის ნაწილში, რომელიც 2017 წლიდან დღემდე 58 პროცენტიდან 43 პროცენტმდე არის შემცირებული. თუმცა ის მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ გვქონდა 2015 და 2016 წლებში და ის რყევა, რომელიც მოხდა ამ პერიოდში, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულად აისახა მოსახლეობაზე, მათ განკარგვად შემოსავლებზე და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა, ეროვნულ ბანკთან ერთად, აგრძელებს ლარიზაციის 10-პუნქტიან გეგმას, რომელიც წარმოდგენილი იყო და ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურები ვიქნებით", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
(NS)
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)