|
2018-05-29 14:32:40, 1475 ნახვა
სამართალი
ადვოკატის განცხადებით, პროკურატურას მოზარდების მკვლელობის საქმეზე მასალების გამოქვეყნების უფლება არ ჰქონდა
"ბრალდების მხარემ ძალიან კარგად იცის რა თქვა ექსპერტმა, თუმცა შეგნებულად არასწორად აკეთებენ განმარტებებს, რათა გაამართლონ თავიანთი არასწორად გამოძიებული სისხლის სამართლის საქმე“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ექსპერტს არსად უხსენებია, რომ საქმეში მაკრატელია გამოყენებული. „ექსპერტს არსად არ უთქვამს, რომ გამოყენებულია მაკრატელი არც დასკვნაში უწერია მსგავსი რამ, არც ინტერვიუში უთქვამს, არც სასამართლოში დაკითხვის დროს. ექსპერტმა თქვა ასეთი რამ, გამოყენებულია სხვადასხვა საგნები, რომლებიც არ არის დანა, გამოყენებულია სხვადასხვა მჭრელი ბასრი საგნები რომლებიც კატეგორიულად ვაცხადებ რომ არ არის საქმეში არსებული დანებიო. ამ საქმეში შესაძლებელია რომელიმე იყოს მაკრატლის მსგავსი საგანი, ეს თქვა ექსპერტმა. თორემ აპრიორი მაკრატელია გამოყენებულიო არ უთქვამს. ბრალდების მხარის განმარტებები აღნიშნულთან დაკავშირებით მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. დარწმუნებული ვარ, ბრალდების მხარემ ძალიან კარგად იცის რაც თქვა ექსპერტმა, თუმცა შეგნებულად არასწორად აკეთებენ განმარტებებს, ვინაიდან მათ სურთ გაამართლონ თავიანთი არასწორად გამოძიებული სისხლის სამართლის საქმე“, - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ რაც შეეხება პროკურატურის მიერ საქმის მასალების გამოქვეყნებას, ადვოკატის თქმით, ამის უფლება არცერთ მხარეს არ აქვს. „რაც შეეხება მასალების გამოქვეყნებას, ამის უფლება არც ბრალდების მხარეს აქვს და არც დაცვის მხარეს, საქმეში იმდენი მტკიცებულებაა სადაც ერთი და იგივე მოწმე ცვლის ჩვენებას, სასამართლოს სრულიად განსხვავებულ ინფორმაციას აწვდის. ჩვენც შეგვეძლო გამოგვექვეყნებინა აღნიშნული, გვეჩვენებინა საზოგადოებისთვის იმიტომ, რომ არ გვსურდა დაგვერღვია კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას საზოგადოების მხრიდან ძალიან მძიმე რეაგირება მოჰყვებოდა, თუმცა ბრალდების მხარე არ უყურებს კანონს“, - აღნიშნა კაკაბაძემ მისივე თქმით, დღვანდელ პროცესზე ჯერ ბრალდების, ხოლო შემდეგ დაცვის მხარემ წარდგება დასკვნითი სიტყვით. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ მტკიცებულებების არარსებობის გამო, ბრალდების მხარე საკუთარი პოზიციის დადასტურებას ვერ შეძლებს. შეგახსენებთ, პროკურატურამ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მტკიცებულებების ნაწილი და ვიდეოკადრები გაასაჯაროვა.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)