19:07 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-28 10:59:53, 1254 ნახვა

სამართალი
სასამართლოში ხორავაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებული დაიკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებული დაიკითხება.

დაცვის მხარის ინფორმაციით, დღეს მოზარდი სასამართლო დარბაზში დეტალურად ისაუბრებს როგორ და რა ვითარებაში მოკლეს არასრულწლოვნები და რა ხდებოდა მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე.

ასევე, დღევანდელ პროცესზე შესაძლოა, ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვას.

„სხდომაზე დაიკითხება ბრალდებული, რომელიც ისაუბრებს მომხდართან დაკავშირებით, ის ისაუბრებს იმ დეტალებთან დაკავშირებით, იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც განვითარდა შემთხვევის ადგილზე. შესაძლებელია მოვისმინოთ ბრალდების დასკვნით სიტყვა. იმდენად გაბათილდა ბრალდების მხარის არგუმენტები, იმდენად უსუსურია ბრალდების მხარის პოზიცია, დაცვის მხარე სრულად დავადასტურებთ პოზიციას და მე მჯერა, რომ  სასამართლო თუ სწორად შეაფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, არ გაიზიარებს ბრალდების მხარის უსაფუძვლო პოზიციას,“-განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

პროცესი საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა ჩანიშნული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics