|
2018-05-24 14:59:42, 1337 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ძლიერმა რეგიონალურმა და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებმა საქართველო ახალი სავაჭრო - საინვესტიციო შესაძლებლობების წინაშე დააყენა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოხსენება გააკეთა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მეორე ყოველწლიურ კონფერენციაზე "პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი". კონფერენციის მეორე ნაწილი სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს მიეძღვნა, რომლის დროსაც განხილული იყო საქართველოს, როგორც სტრატეგიული მდებარეობის მქონე ქვეყნის შესაძლებლობები რეგიონალური ეკონომიკური თანაშრომლობის განვითარებისთვის. ასევე გამახვილებული იყო ყურადღება საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე აშშ-სა და ევროკავშირთან. თავის გამოსვლაში, დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. მისი თქმით, საქართველოში განხორციელებულმა ბიზნესისადმი მეგობრულმა პოლიტიკამ, ძლიერმა რეგიონალურმა და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებმა და გეოპოლიტიკურმა ლოკაციამ, ქვეყანა ახალი სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობების წინაშე დააყენა. ქუმსიშვილმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა არა მხოლოდ საქართველოს საუკეთესო გეოგრაფიულ მდებარეობაზე, რომელიც ერთერთი უმოკლესი და ხელსაყრელი გზაა ევროპასა და აზიას შორის სატრანზიტო ტვირთების გადასატანად, არამედ ბიზნეს - მეგობრულ საგადასახადო რეჟიმზე, მსოფლიოს უდიდეს ბაზრებთან (ევროკავშირი, ჩინეთი, დსთ და სხვ) არსებულ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებზე, სატრანზიტო - ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე და სხვა მოცემულობებზე, რაც საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით რეგიონალური ჰაბის ჩამოყალიბების შესაძლებლობას იძლევა. საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების საკითხს. მისი თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის არსებობა მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას, გარდა ამისა, ის დადებით სტიმულს მისცემდა ამერიკულ კაპიტალს, რათა მათ ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში განეხორციელებინათ გამომდინარე იმ შესაძლებლობებიდან, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარეობს. მისი თქმით, ეს გახდებოდა მკაფიო სიგნალი რეგიონში აშშ-ის ეკონომიკური ინტერესების გაზრდის, ასევე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მისწრაფებების მხარდაჭერის მიმართულებით. პირველმა ვიცე-პრემიერმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, რომელთა მიზანიც ქვეყნის ინკლუზიური განვითარებაა. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანსპორტო - ლოგისტიკურ შესაძლებლობებზე და იმ მარშრუტებზე, რომელთაც შეუძლია საქართველოზე გამავალ ტრანსკასპიურ სატრანზიტო კორიდორში ტვირთბრუნვის მნიშვნელოვანი გაზრდა. მოხსენების შემდეგ, დიმიტრი ქუმსიშვილმა კონფერენციის მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხა.
(NS)
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)