18:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-23 13:23:34, 1353 ნახვა

სამართალი
ცოლის ცემაში ბრალდებულ ქმარს 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ლ.მ. დამნაშავედ ცნო  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით.

პროკურატურის განმარტებით, 2018 წლის 20 თებერვალს, ქალაქ საგარეჯოში, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ქმარმა ცოლზე ფიზიკურად იძალადა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

„სამართალდამცველებმა ლ.მ. იმავე დღეს დააკავეს, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარედგინა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არაერთგზის) და აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ლ.მ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics