|
2018-05-22 12:21:15, 595 ნახვა
რეგიონი
მესტიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკს 2 სპეც-მანქანა შეემატა
მესტიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკს, სპეციალურად რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის, 2 სპეც-მანქანა შეემატა. ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო წესით აღჭურვილი ავტომობილები რაიონულ სამსახურს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბართან და მესტიის მუნიციპალიტეტის მერ კაპიტონ ჟორჟოლიანთან ერთად გადასცა.
ახალი სპეც-მანქანები ყველა სირთულის რელიეფზე გადაადგილებისთვის არის გათვალისწინებული. მესტიის მუნიციპალიტეტში 160-მდე სოფელია, რომელთაგან 90-ზე მეტი - რთულად მისასვლელ ადგილებშია. განახლებული ავტოპარკის საშუალებით სასწრაფო დახმარების მიწოდება, ყველა წერტილში, ოპერატიულად იქნება შესაძლებელი. მანქანების გადაცემის შემდეგ, ავთანდილ თალაკვაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის ადმინისტრაციული კორპუსის მშენებლობის პროცესსაც გაეცნო. რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფრასტრუქტურული განვითარება გადაუდებელი დახმარების ხარისხისა და ოპერატიულობის გაზრდას ემსახურება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)