|
2018-05-21 19:26:47, 1802 ნახვა
ეკონომიკა
პრემიუმ-კლასის გერმანული ლუდი „ჰოლსტენი“ უკვე საქართველოშია
სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ პრემიუმ-კლასის გერმანული ლუდის “ჰოლსტენის” წარმოება დაიწყო. „რაინდი H, რომელიც ქვეყნის სხვადადხვა ქალაქში პარალელურად გამოჩნდა, პრემიუმ ლუდის „ჰოლსტენის“ მარკეტინგული კამპანიის ნაწილია. რაინდის ვიზუალი ლუდის ლოგოს ანალოგია. ამით იმის თქმა გვსურდა, რომ მსოფლიოში აღიარებული გერმანული პრემიუმ ლუდი უკვე საქარათველოშია და ხელმისაწვდომია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე. რაინდი H-მა დიდი ინტერესი გამოიწვია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ის ყოველთვის იქ იყო სადაც ქვეყნისათვის აქტუალური თემა იყო, ეს იყო საერო დღესასწაული, მუსიკალური ფესტივალი თუ სხვა ღირსშესანიშნავი მოვლენა. ლუდი ჰოლსტენიც სწორედ ესე იქნება ყველგან სადაც ხალხია. მიუხედავად იმისა რომ მთავარ კითხვას თუ ვინ არის რაინდი H პასუხი გაეცა, ამით კამპანია არ დასრულებულა, ის კიდევ ბევრჯერ გამოჩნდება საზოგადოებისთვის საინტერესო ადგილას“, - აცხადებს სს "ქართული ლუდის კომპანიის" ბრენდ მენეჯერი მიხეილ ქურდაძე. რაც შეეხება ლუდს, დღეიდან ის ხელმისაწვდომია მთელი ქვეყნის მასშტაბით 0.5 ლიტრიან შუშისა და ქილის, ასევე 1 და 2.5 ლიტრიან შეფუთვებში.
აღსანიშნავია, რომ ლუდსახარში „ჰოლსტენი“ და მისი ბრენდი მსოფლიო ლუდის ინდუსტრიის ერთ-ერთი გიგანტის „კარლსბერგის“ ჯგუფის წევრია, რომლის მსოფლიო ბაზრის სამომხმარებლო წილი ასე გამოიყურება: დასავლეთ ევროპა (47%), აღმოსავლეთ ევროპა (31%) და აზია (27%).
ლუდი "ჰოლსტენი" პოპულარულია არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მთელს ევროპასა და აზიის ქვეყნებში. მხოლოდ გერმანიაში მისი სამომხარობლო წილი 11%-ია. 2017 წლის მონაცემებით, "ჰოლსტენის" გაყიდვები გლობალურ ბაზარზე 11.9 მილიონი ჰექტოლიტრია, რაც საქართველოში სხვა გერმანული ლიცენზირებული ლუდების გაყიდვებს, ასევე მსოფლიოს მასშტაბით 91 %-ს აღემატება.
(R)
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


"ლუდის ნამდვილი მოყვარულები, ჩვენი კომპანიასგან მუდმივად ელიან სიახლეებს. სიახლე რომელსაც ჩვენ დღეს მათ ვთავაზობთ, ნამდვილად იმსახურებს ოვაციებს. გერმანული პრემიუმ ბრენდი ჰოლსტენი დღეიდან მათი საკუთრებაა და დარწმუნებული ვარ ძალიან მალე, ყველა ლუდის მოყვარულის ცხოვრებაშიც განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს. "ქართული ლუდის კომპანია" გაჩერებას არ აპირებს და კიდევ რამდენიმე სიახლეს გამოიტანს ბაზარზე", - აცხადებს სს "ქართული ლუდის კომპანიის" დირექტორი კახაბერ კოტრიკაძე.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ლუდსახარში „ჰოლსტენი“ გერმანიის ქალაქ ჰამბურგის გულში 1879 წელს დაარსდა. სახელწოდება „ჰოლსტენი“ ერთ-ერთი ნორდიკული ტომის სახელიდან მომდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ დღევანდელი ჰამბურგის ტერიტორიაზე სახლობდა. სხვადასხვა ისტორიულ წყაროებში ჰოლსტენის ტომი აღწერილია, როგორც თავისუფლების მოყვარული, ძლიერი, მხნე ხასიათისა და სტუმარმასპინძლობით გამორჩეული ტომი.



epn.ge (@expressnews.ge)