12:34 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-21 17:02:51, 1146 ნახვა

კომენტარი
მარგველაშვილი: ჩემს მიერ დადებული ყველა ვეტო სახელმწიფო ინსტიტუტების შენარჩუნებისკენ იყო მიმართული

„მე გამოვიყენე ათჯერ ვეტოს უფლება და შემიძლია გითხრათ, რომ  ყოველ ჯერზე ეს იყო სახელმწიფოს ინსტიტუტების დაცვის მექანიზმი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ვეტოების დაძლევას სამწუხარო ფაქტი უწოდა და აღნიშნა, რომ ამით სახელმწიფო ინსტიტუტები შეირყა.

„მე გამოვიყენე ვეტო, ეროვნული ბანკის დაშლის წინააღმდეგ, ვეტო იყო გამოყენებული სასამართლოსთან მიმართებაში, ასევე ვეტო კონსტიტუციასთან მიმართებაში, ვეტოების დადება იყო მიმართული იმ პროცესებისთვის, რომ ჩვენ შეგვენარჩუნებინა სახელმწიფო ინსტიტუტები. ჩემი ვეტოები იყო მიმართული იქითკენ რომ არ შეგვესუსტებინა სახელმწიფო ინსტიტუტები. სამწუხაროდ, ვეტოები დაძლეულ იქნა და ეს ცუდია, რადგან ინსტიტუტები შეირყა, მაგრამ ზოგადად, თუ შევხედავთ, პოლიტიკურად ვეტოების ფაქტი კარგია, რადგან დემოკრატიულობისკენ მიუთითებდა და ეს ევროპელი პარტნიორების მხრიდან პოზიტიურად აღიქმებოდა“,- განაცხადა პრეზიდენტმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics