|
2015-05-26 13:23:53, 1038 ნახვა
სამხედრო
200-მა სამხედრო მოსამსახურემ ფიცი დადო
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამხედრო ფიცი ჩაიბარა. მე-4 მექანიზირებული ბრიგადის 200 სამხედრო მოსამსახურის სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართა. 200 ახალწვეული დღეიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გააგრძელებს მსახურს. ახალწვეულების მიერ ფიცის დადების შემდეგ ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. საქართველოს მოსახლეობას და შეიარაღებულ ძალებს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მიულოცეს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქი ილია მეორე, ასევე საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)