|
2015-05-26 12:17:38, 360 ნახვა
პოლიტიკა
გიგი წერეთელი ყოფილ თანაპარტიელებზე: არავითარი შიდა დაპირისპირება არ ყოფილა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი წერეთელი უკვე ყოფილ თანაგუნდელებთან რაიმე შიდა დაპირისპირებას უარყოფს. როგორც წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუ რატომ დატოვეს გოგა ხაჩიძემ, გიორგი მელაძემ, ზურაბ ჯაფარიძემ და პავლე კუბლაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ ამაზე თავად ისაუბრებენ. წერეთლის თქმით, შესაძლოა მათ ჩათვალეს, რომ სხვა ფორმატში უფრო განვითარდებიან, თუმცა გიგი წერეთელი არც ზეწოლის თემას გამორიცხავს. „არავითარი შიდა დაპირისპირება არ ყოფილა. ბოლო პერიოდამდე ჩვეულებრივი კონტაქტი არსებობდა, რაც შეეხება იმას თუ რატომ მოხდა ასე ალბათ ახსნიან ამას. ბევრი სპეკულაცია იქნება, ბევრი ვერსია ახლა ჩაერთვება ბევრი მექანიზი განსაკუთრებით არაკეთილმოსურნეებისგან, მაგრამ ვფიქრობ საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება მიზეზები, მეორე საკითხია რამდენად მისაღები იქნება ეს თუ ის განმარტება, მაგრამ გახდება ცნობილი. მთავარი ისაა, რომ ქვეყანას სჭირდება ძალიან სერიოზული ქვეყნისთვის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და ვინც იქნება ამ ბრძოლაში ჩართული საქართველოს უკეთესი მომავლისთვის იქნება კარგი. შეიძლება ადამიანებმა ჩათვალეს, რომ სხვა ფორმატში უფრო განვითარდებიან და მეტ მხარდაჭერას მიიღებენ, რაც პირადად მე მგონია, რომ არ არის სწორი. წნეხის თემა საქართველოში აბსოლუტურად ლეგიტიმურია „ნაციონალური მოძრაობა“ წნეხისა და დევნის ქვეშაა“,-განაცხადა წერეთელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)