|
2018-05-15 21:08:55, 1525 ნახვა
კომენტარი
ბურჯანაძე - ომბუდსმენის აპარატში 12 მაისს პოლიციის მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების შესახებ განცხადება არ შესულა
სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის ინფორმაციით, ომბუდსმენის აპარატში 12 მაისს პოლიციის მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების შესახებ განცხადება არ შესულა. ბურჯანაძის თქმით, ომბუდსმენმა დღეს სპეცოპერაციის ვიდეო-ჩანაწერები გამოითხოვა. “დღევანდელ შეხვედრაზე ვიმსჯელეთ უშაულოდ ჩხრეკის და საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, რომელიც ჩატარდა 11-12 მაისს ღამის კლუბებში. ვისაუბრეთ ასევე მანიფესტაციის დროს განვითარებულ მოვლენებზე. შევთანხდმით, რომ შსს გარკვეულ ვიდეო-მასალებს მოგვაწვდის. ასევე ჩვენ შევისწავლით ყველა ინფორმაციას. სახალხო დამცველი შეისწავლის ყველა საკითხს და საბოლოო ჯამში დავადგენთ თუ რამდენად პროპორციული ძალა იყო გამოყენებული მანიფესტაციის დროს. ჩვენ ასევე ვაპირებთ შევისწავლოთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები, ანუ ყველა იმ პირის საქმე, რომელიც ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული", - განაცხადა ბურჯანაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)