|
2018-05-15 13:47:50, 1354 ნახვა
კომენტარი
ხუნდაძე: ნარკოპოლიტიკის პროექტს, რომელიც პარლამენტში დევს, კატეგორიულად ვემიჯნები
„არავინ დავობს იმაზე, რომ ნარკომომხმარებელი არ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ არ უნდა მოხდეს ქვეყანაში ნარკოტიკების გავრცელება“, - ამის შესახებ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, პროექტს, რომელიც დღეს პარლამენტში დევს, კატეგორიულად ემიჯნება. „დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს, მაგრამ ის უნდა იყოს სწორად გათვლილი, დაგეგმილი და სწორად განხორციელებული. არავინ დაობს იმაზე, რომ ნარკომომხმარებელი არ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ არ უნდა მოხდეს ქვეყანაში ნარკოტიკების გავრცელება. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი რა ფორმითაც არის წარმოდგენილი, კატეგორიულად მიუღებელია და თუ სესიაზე ამ სახით გავა, მე წინააღმდეგი ვიქნები“, - აღნიშნა ხუნდაძემ. მან ასევე არსებული კანონპროექტით შემოთავაზებულ დოზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საჯარიმო სახდელები სწორად უნდა იყოს გათვლილი. „პირადად ჩემთვის მიუღებელია ის, რომ თუ ნარკომომხმარებელი ნარკოტიკს არასრულწლოვანთან ერთად მოიხმარს, ის 200 ლარის ოდენობით დაჯარიმდეს. ასევე მიუღებელია, ნარკოტიკების თუნდაც პირადი მოხმარებისათვის საქართველოს საზღვარზე შემოტანა ან გატანა და არალეგალური ტრანზიტი 100 ლარამდე ჯარიმით ისჯებოდეს. ეს არის ღია კარი ნარკომანიის აფეთქებისკენ. ნარკოტიკების მომხმარებელი, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სექტორში უნდა გადმოვიყვანოთ, მაგრამ ასევე უნდა არსებობდეს ბოლო ეტაპი, სადაც იქნება არანებაყოფლობითი მკურნალობის რეჟიმი და თუკი მომხმარებელი მკურნალობას ითხოვს, ამაში სახელმწიფო პროგრამებით ხელს ვუწყობთ, მაგრამ თუ ის საბოლოოდ უარს იტყვის მკურნალობაზე, არანებაყოფლობითი მკურნალობის რეჟიმზე უნდა გადავიდეს. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ამაზეც უარს იტყვის, ის საზოგადოებისგან იზოლირებული უნდა იყოს“, - განაცხადა დეპუტატმა.
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)