18:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-14 17:40:49, 1728 ნახვა

სამართალი
ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული 8 პირი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული 8 პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. დაცვის მხარე ბრალდებულებისთვის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

თავის მხრივ პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა. 

შეგახსენებთ, კლუბებში "ბასიანსა" და "გალერიში" მიმდინარე სპეცოპერაციის დროს ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი დააკავეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, საგამოძიებო მოქმედებები სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი", - აცხადებენ უწყებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics