|
2018-05-14 14:41:59, 1871 ნახვა
კომენტარი
გახარია: 12 მაისს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების არც ერთი დადასტურებული ფაქტი არ არსებობს
„დღეის მდგომარეობით, პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების არც ერთი ასეთი შემთხვევა ომბუდსმენის ოფისში დადასტურებული არ არის“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის“ ორგანიზატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დეტალურად იქნება განხილული, კლუბებში სპეცოპერაციის დროს ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტებას. „როგორც მე გუშინ აღვნიშნე, რა თქმა უნდა ჩვენ ვართ მზად, განვიხილოთ ყველა საკითხი და კითხვის ნიშანი, რომელიც არსებობს განსაკუთრებით პარასკევის ღონისძიებებთან დაკავშირებით და დავპირდით ჩვენს სტუმრებს, რომ დეტალურად განვიხილავთ მათთან ერთად იყო თუ არა შემთხვევები უფლებამოსილების გადამეტების პოლიციის მხრიდან. ამავე დროს მინდა აღვნიშნო, რომ დღეის მდგომარეობით არცერთი ასეთი შემთხვევა ომბუდსმენის ოფისში დადასტურებული არ არის. თუმცა, ჩვენ მზად ვართ, კიდევ ერთხელ განვიხილოთ ეს საკითხი და თუ დადასტურდა ესეთი შემთხვევები, კონკრეტული, ამაზე ვისაუბრებთ“, - განაცხადა შს მინისტრმა. მანვე აღნიშნა, რომ სამართალდამცველები, რომლებიც კლუბში შევიდნენ სამხრე კამერით იყვნენ აღჭურვილი: „ყველა თანამშრომელი, რომელიც იყო შესული კლუბში, იყო აღჭურვილი სამხრე კამერით. არც ერთი დადასტურებული ფაქტი უფლებამოსილების გადამეტების არ არსებობს, ვერ დადასტურდება, განსაკუთრებით კლუბის შიგნით და ამაში ჩვენ კოლეგებიც დაგვეთანხმნენ. მათ ძირითადი შეკითხვები ჰქონდათ იმ ყველაფერთან, რაც ხდებოდა კლუბის გარეთ. შესაბამისად, ჩვენ ვიპოვით ყველა ადამიანს, მათი რაოდენობა იყო დაახლოებით 70, რომელიც ამ დროს იმყოფებოდა კლუბში და არ დასტურდება ასეთი ფაქტი“, - განაცხადა გახარიამ. ცნობისთვის, შსს-ში შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრას ესწრებოდნენ: შს მინისტრი გიორგი გახარია, შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი ლადო ბორცვაძე, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ბექა დოჭვირი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ლიდერები: ბექა წიქარიშვილი და დათო სუბელიანი, ასევე ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი სოფო ვერძეული და გურა იმნაძე. შეხვედრაზე იმყოფება ასევე კლუბ ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებელი ტატო გეთია.
გახარია: შეიქმნება ორი ჯგუფი, ერთი იმუშავებს ნარკოპოლიტიკაზე, მეორე - სპეცოპერაციაზე იმსჯელებს გახარია: როდესაც შსს-ს აქვს ნარკორეალიზაციაზე დასაბუთებული ეჭვი, მოქმედების არეალს ვერავინ შეზღუდავს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)