|
2018-05-14 14:13:18, 1743 ნახვა
კომენტარი
გახარია: ბოლო 2 კვირაში ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის 48 შემთხვევა დაფიქსირდა - შსს იძულებული იყო, გადაედგა ეს ნაბიჯი
ბოლო ორ კვირაში, კლუბების არეალიდან ნარკოტიკული ინტოქსიკაციით ადამიანების საავადმყოფოში გადაყვანის 48 ფაქტი დაფიქსირდა, ამიტომ შსს იძულებული იყო, განეხორციელებინა ეს ნაბიჯი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის“ ორგანიზატორებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვას, თუ რატომ იყო აუცილებელი შეიარაღებული სპეცრაზმის ამ ორმით შესვლა ღამის კლუბებში, მინისტრმა ასე უპასუხა: „იმიტომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს სპეციალური საშუალებებით დადასტურებული 6 შემთხვევა სხვადასხვა კლუბებში, დღეის მდგომარეობით 20 გადაღებული შემთხვევაა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის. მეორე - შინაგან საქმეთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში, ღამის კლუბების არეალიდან 112-ში გამოძახება და შემდგომში საავადმყოფოებში გადაყვანა ნარკოტიკული ინტოქსიკაციით გაიზარდა ბევრჯერ და მათი რაოდენობა ბოლო ორი კვირის განმავლობაში იყო 48. სწორედ ამიტომ, შსს იყო იძულებული განეხორციელებინა ეს ნაბიჯები“, - განაცხადა შს მინისტრმა. ცნობისთვის, შსს-ში შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრას ესწრებოდნენ: შს მინისტრი გიორგი გახარია, შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი ლადო ბორცვაძე, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ბექა დოჭვირი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ლიდერები: ბექა წიქარიშვილი და დათო სუბელიანი, ასევე ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი სოფო ვერძეული და გურა იმნაძე. შეხვედრაზე იმყოფება ასევე კლუბ ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებელი ტატო გეთია. გახარია: როდესაც შსს-ს აქვს ნარკორეალიზაციაზე დასაბუთებული ეჭვი, მოქმედების არეალს ვერავინ შეზღუდავს გახარია: 12 მაისს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების არც ერთი დადასტურებული ფაქტი არ არსებობს გახარია: შეიქმნება ორი ჯგუფი, ერთი იმუშავებს ნარკოპოლიტიკაზე, მეორე - სპეცოპერაციაზე იმსჯელებს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)