|
2018-05-12 13:10:44, 2148 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში საგზაო უსაფრთხოების საკითხები უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე განიხილეს
საქართველოს საგზაო უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს უწყებათაშორისი კომისიის მორიგ სხდომაზე, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო უწყებების, ევროკავშირის დელეგაციის, მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის (ADB), იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (JICA) და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სხდომა შესავალი სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა, შსს-ს მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ქარსელაძემ გახსნეს. როგორც გიორგი ჩერქეზიშვილმა კომენტარში აღნიშნა, კომისიის სხდომის მიზანს წარმოადგენდა საგზაო უსაფრთხოების საკითხებში ჩართულ და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის მიწოდება ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით, რომლებიც ხორციელდება ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებულ ფორმატში. აღნიშნული ფორმატი გულისხმობს კოორდინაციას უწყებათაშორისი კომისიის და სამუშაო ჯგუფის ფარგლებში და წლიური (2017 და 2018) სამოქმედო გეგმების შესრულებას, რომლებშიც შეტანილია საქართველოში საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების პრიორიტეტული საკითხები. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სახის შეკრებები, ვაანალიზებთ მიმდინარე პროცესებს და იმ ვალდებულებებს, რომელიც აღებული გვაქვს სამოქმედო გეგმის შესაბამისად. ასევე ვსაუბრობთ მიმდინარე პრობლემებზე და მსჯელობთ მათი გადაჭრის გზებზე. უკვე დამტკიცებულია 2018 წლის სამოქმედო გეგმა, ჩვენ მივყვებით ამ გეგმის შესრულებას და პერიოდულად ინფორმაციას მივაწოდებთ ჩვენს საზოგადოებას“ - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა. უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრაზე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა პრეზენტაციები გამართეს 2017 და 2018 წლების საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული, შესრულებული, მიმდინარე ღონისძიებებისა და პროექტების შესახებ. პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში. 2016 წლის ივლისში საქართველოს მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია, რომლის საფუძველზეც მიღებულ იქნა 2017 წლის საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმა, შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია და სამუშაო ჯგუფი, რომლის ფუნქციონირებაში ჩართულები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
(NS)
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)