18:30 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-11 13:07:21, 1525 ნახვა

სამართალი
შსს-მ ბათუმში საბურავების ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ერთი კი - ამხილა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს, 1982 წელს დაბადებული თ.დ. კი ამხილეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.მ.-მ და თ.დ.-მ, მიმდინარე წლის 10 მაისს ბათუმში, მოქალაქის კუთვნილი „INFINITI"-ს მარკის ავტომობილიდან საბურავები მოიპარეს. ნაქურდალი საბურავები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics