|
2018-05-03 14:03:35, 1336 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე: მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში დავუჯდეთ დებატებში პრეზიდენტ მარგველაშვილს
„მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ძალიან კარგად იცნობს რეგლამენტსაც, ფორმატიც შეთანხმებული იყო გუშინ, ის გაექცა საზოგადოებას, პასუხისმგებლობას და საქართველოს პარლამენტის წევრებს",- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. მამუკა მდინარაძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი უმრავლესობის შეთავაზებას დათანხმდება. მისივე თქმით, პრეზიდენტის სურვილის შემთხვევაში, უმრავლესობა მზადაა დებატების ნებისმიერ ფორმატში გამართვისთვის. „მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ძალიან კარგად იცნობს რეგლამენტსაც, ფორმატიც შეთანხმებული იყო გუშინ, ის გაექცა საზოგადოებას, პასუხისმგებლობას და საქართველოს პარლამენტის წევრებს. თუმცა, ჩვენ მაინც ვთვლით, რომ, იქნებ, მიეცეს მას შესაძლებლობა, რომ თუ მართლა უნდა კითხვებზე პასუხების გაცემა, შევთავაზოთ სატელევიზიო დებატების ფორმატი, სადაც საშუალება იქნება, რომ ყველა კითხვას ამომწურავად გასცეს პასუხი. იმედია, ის ჩვენს ამ შემოთავაზებას მიიღებს. ტექნიკურ და ფორმალურ საკითხებზე, ალბათ, შევჯერდებით. არ მინდა, წინასწარ ეს დავაანონსო ან დეტალიზაცია მოვახდინო. მისი სურვილის შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში დავუჯდეთ დებატებში პრეზიდენტ მარგველაშვილს",- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)