|
2018-05-02 19:43:25, 1475 ნახვა
კომენტარი
ქუცნაშვილი: არ არის ლამაზი, როცა მთავარსარდალი სხდომათა დარბაზიდან გადის
„მე მინდა ვუთხრა პრეზიდენტს, როგორც ადამიანმა და როგორც მთიელმა, არ არის ლამაზი, როცა მთავარსარდალი სხდომათა დარბაზიდან გადის, ეს დარბაზი ახლადარჩეული უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა“, - ასე მიმართა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო პოზიციაზე მყოფ თანამდებობის პირებს, პირად ემოციაზე აყოლის უფლება არ აქვთ. „სტრატეგული მოთმინების პოლიტიკა მოგვწონს და ამ დროს რამდენიმე საათი მოთმინება გვიჭირს, რა უფლება მაქვს თქვენ პირად ემოციებს შევეხო, მაგრამ სახელმწიფო პოზიციაზე თანამდებობის პირებს, პირად ემოციაზე აყოლის უფლება არ გვაქვს. საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და მის სამართლიანად დადგენილ წესებს, ყველა უნდა დაემორჩილოს“, - განაცხადა ქუცნაშვილმა. ამასთან, მან პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა „მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტის თავჯდომარეს შეუპოვრობისთვისა და პოზიციის მყარი გატარებისთვის“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა. ცნობისთვის ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა დებატების კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელება მოითხოვა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნა, რომ ეს რეგლამენტის დარღვევა იქნებოდა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა და განაცხადა, რომ დარბაზში იმ შემთხვევაში დაბრუნდებოდა, თუ დისკუსიაში ჩართვის საშუალება მიეცემოდა. პარლამენტმა რეგლამენტის შეცვლასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. რეგლამენტის შეცვლის მომხრე 28 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი, 50. შესაბამისად, დებატების პრეზიდენტის გარეშე გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)