|
2018-05-02 17:10:15, 1501 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე: არ მახსენდება ფაქტი, რომ პრეზიდენტს ყოველწლიური მიმართვის შემდეგ დებატები დეტოვებინოს
„არ მახსენდება ასეთი ფაქტი, რომ პრეზიდენტს დეტოვებინოს დებატები მისი ყოველწლიური მიმართვის შემდეგ“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უნდა მოხდეს გამონაკლისის დაშვება და დებატებთან დაკავშირებით რეგლამენტი შეიცვალოს. „რასაც ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს რეგლამენტთან დაკავშირებით, ნამდვილად სწორია და ამიტომ, რეგლამენტზე არ ვდაობთ. ჩვენ ვართ ძალიან არაორდინალურ სიტუაციაში. პოლიტიკაში ძალიან დიდი ხანი ყოფნისა, მე არ მახსენდება ასეთი ფაქტი, რომ პრეზიდენტს დეტოვებინოს დებატები მისი ყოველწლიური მიმართვის შემდეგ. მინდა მოგიწოდოთ და გთხოვოთ, ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას, მხოლოდ რეგლამენტის პროცედურული მხარიდან გამომდინარე და ნუ იქნება ეს სხდომის წამყვანის გადაწყვეტილება, რომელიც ამას დაასაბუთებს რეგლამენტის პროცედურული დაცვის მხარით. თქვენი უფლებაა დაუშვათ გამონაკლისი“, - განაცხადა ბაქრაძემ. ცნობისთვის, პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს, გიორგი მარგველაშვილს რამდენიმე დეპუტატისთვის პასუხის გაცემა სურდა, თუმცა მას ამის საშუალება პარლამენტის თავმჯდომარემ არ მისცა. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ პრეზიდენტს პასუხების გაცემა დასკვნით სიტყვაში შეუძლია და სხვა შემთხვევაში რეგლამენტის დარღვევა მოხდებოდა. ამის შემდეგ, პრეზიდენტმა რეგლამენტის შეცვლა მოითხოვა და მანამდე სხდომათა დარბაზი დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)