|
2018-05-01 17:46:01, 1610 ნახვა
კომენტარი
მღებრიშვილი: სოფელ საკირეთში ხანძრის გამომწვევი მიზეზი ადამიანური ფაქტორია
ბორჯომში, სოფელ საკირეთში ხანძრის გამომწვევი მიზეზი ადამიანური ფაქტორია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დამატებითი ძალები იქნება მობილიზებული. "მიზეზი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ არის ადამიანური ფაქტორი. ყველანაირად გამოვრიცხავ ბუნებრივ ფაქტორს, რადგან ამ პერიოდში ბუნებრივად ხანძრის გაჩენა პრაქტიკულად წარმოუდგენელია. მიზანმიმართული იყო თუ დაუდევარი მოქმედება, ამას ალბათ კომპეტენტური ორგანოები დაადგენენ", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. მღებრიშვილის ინფორმაციით, ხანძარი ბორჯომში 2 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გაჩნდა და მეხანძრე-მაშველებს ათი სხვადასხვა კერის ჩაქრობა უწევდათ. რთული რელიეფის მიუხედავად მთელი ღამის განმავლობაში თავდაუზოგავად იშრომეს მეხანძრე-მაშველებმა. ამ ეტაპისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის ქრობის პროცესში დაახლოებით 50-მდე მეხანძრე იყო ჩართული. თბილისიდან გამოძახებულია დამატებითი ძალები და დაახლოებით 70 მეხანძრე-მაშველი შემოემატება მათ იმისთვის, რომ ორი დღის განმავლობაში მკაცრი მონიტორინგი დაწესდეს, რათა სადმე კიდევ არ დარჩეს ცეცხლის კერა. ჩვენი სამსახურის სპეციალისტები ასევე დრონებითაც განახორციელებენ მონიტორინგს. ცეცხლის გავრცელების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები“, - განაცხადა მღებრიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ბორჯომში ხანძარი გუშინ ღამით გაჩნდა და 2 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გავრცელდა. ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)