10:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-30 14:48:29, 1451 ნახვა

კომენტარი
კილაძე NDI-ზე: არის შემთხვევები, როდესაც ვარაუდები არ მართლდება და საზოგადოების უმრავლესობას განსხვავებული აზრი აქვს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმდჯომარე სოფიო კილაძე NDI-ის კვლევებს ეხმაურება.

როგორც კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ორგანიზაციის პროგნოზები ხშირად რეალურ სურათს აცდენილია.

"ჩვენ არა ერთი შემთხვევა გვქონია, როდესაც NDI-ის პროგნოზები არ გამართლდა. ამ შემთხვევაშიც მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ ეს პროგნოზიც შესაძლოა არ იყოს მთლად ის აზრი, რომელიც აქვს ქართველი ხალხის უმეტესობას. ზოგადად სოციოლოგიურ კვლევებზე მიჭირს საუბარი, არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი, მაგრამ რეალობა არის ის, რომ ძალიან ბევრჯერ, იგივე არჩევნებთან მიმართებით, როდესაც წინასწარი პროგნოზები გაკეთდა, ეს პროგნოზები სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რაც შემდგომში მომდევნო არჩევნებმა დაამტკიცა. იგივე საზოგადოების განწყობასთან დაკავშირებით არის შემთხვევები როდესაც ვარაუდები არ მართლდება და საზოგადოების უმრავლესობას აქვს თავისი განსხვავებული აზრი", - განაცხადა კილაძემ.

ცნობისთვის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ (30%) არ იცის, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს რომელ პარტიას მისცემდა ხმას. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 26% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 8% - „ნაციონალურ მოძრაობას“, 4% - „ევროპულ საქართველოს“; 9% - სხვა პარტიას. ამასთან, 13%-მა აღნიშნა, რომ ხმას არცერთ პარტიას მისცემდა, 10%-მა პასუხზე უარი განცხადა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
CNN: ტრამპი დედამიწის მოსახლეობის თერთმეტიდან, ერთ ადამიანს ემუქრება
შვედეთი უკრაინას Gripen-ის თვითმფრინავების მიაწოდებს
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics