|
2015-05-23 14:04:25, 532 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ქართველი კაცი ბედნიერი ვერ იქნება, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება
„ქართველი კაცი ბედნიერი ვერ იქნება, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „აფხაზეთობის“ დღესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. ღარიბაშვილის თქმით, მისი სურვილია ყველამ ერთად იზეიმოს „აფხაზეთობა“ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. „მინდა მათ ვუთხრა, რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი აფხაზი ძმები და დები. ჩვენ მათზე ვზრუნავთ და გვინდა მათთან ერთად ვიცხოვროთ მშვიდად და გვქონდეს ურთიერთპატივისცემა და სიყვარული. ჩვენი პოლიტიკა მიმართულია სწორედ ამ ურთიერთობების განმტკიცებისკენ, ნდობის აღდგენისკენ და მიგვაჩნია, რომ ეს გზა აუცილებლად გამარჯვებამდე მიგვიყვანს", -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამასთან, პრემიერმა დასძინა, რომ ნებისმიერი ქართველისთვის მოუშუშებელი იარაა ოკუპირებული ტერიტორიები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)