|
2018-04-28 11:41:37, 1591 ნახვა
კომენტარი
დავით მათიკაშვილი ვანისა და ხონის მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ვანისა და ხონის მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, მოსახლეობამ უნდა იაქტიუროს, რათა საკუთარი წარმომადგენელი აირჩიოს. "მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ იაქტიურონ. მიიღონ მონაწილეობა და გააკეთონ თავისი არჩევანი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რადგან რეალურად ხორციელდება სახალხო მმართველობა. ეს არის დღე, როდესაც მართლა ხალხი ირჩევს მის წარმომადგენელს", - განაცხადა დეპუტატმა. ცნობისთვის, №54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორია) საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში 6 კანდიდატი მონაწილეობს. მათგან 5 წარდგენილია პოლიტიკური გაერთიანების, ხოლო ერთი - საინიციატივო ჯგუფის მიერ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)