09:56 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-27 20:23:17, 1651 ნახვა

კომენტარი
ზოდელავა: ტელეკომპანია „იმედი“-ს საქმე აბსოლუტურად შეკერილია

„ხელისუფლება მეუბნება, რომ "შენ ხარ პირველი კატეგორიის მტერი და დაგსჯით"-ო", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ ჟურნალისტებს პროკურატურაში მისი გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა. 

მურთაზ ზოდელავას თქმით, "ტელეიმედის" დარბევის საქმეზე ბრალდებული პირების მიმართაც "საქმე შეკერილია" და ხელისუფლება მას უებნება, რომ ამ ბრალდებულთა რიგებში თვითონაც ჩადგება.

„ამ საქმეზე ბრალდებულია მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი და საქმე არის აბსოლუტურად შეკერილი. არანაირი დანაშაული არცერთ ამ ადამიანს, რა თქმა უნდა, არ ჩაუდენია. უბრალოდ, ხელისუფლება მე მეუბნება, რომ "შენც ჩადგები მათ რიგში, შენ ხარ პირველი კატეგორიის მტერი და შენ დაგსჯით". ეს არის კონკრეტული მესიჯი, რომელიც მე მივიღე დღეს ხელისუფლებიდან", - განაცხადა ზოდელავამ.

ყოფილი პროკურორი აღნიშნავს,  რომ მთავარ პროკურატურაში მისი დაბარება მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას გამოკითხვასთან დაკავშირებით განცხადება დღეს მთავარმა პროკურატურამაც გაავრცელა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics