13:54 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-27 11:23:20, 692 ნახვა

რეგიონი
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოში უახლოეს დღეებში დაიწყება

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოების დაწყების ვადა მონიტორინგის შედეგების საფუძველზე განისაზღვრა, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით დასავლეთ საქართველოში განთავსებულ დამჭერებზე დაფიქსირდა მავნებლის ზღვრული ოდენობა. შესაბამისად სურსათის ეროვნული სააგენტო შეწამვლით ღონისძიებებს უახლოეს დღეებში დაიწყებს, რის შესახებაც წინასწარ ეცნობება მოსახლეობას.

„ღონისძიებების კოორდინირებულად და ეფექტიანად ჩატარებისთვის დასავლეთ საქართველოში, აბაშის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი, სადაც შექმნილია მონაცემთა ელექტრონული ბაზა, მონიტორინგის შედეგები აისახება ინტერაქტიულ რუკაზე და ღონისძიებები იგეგმება ანალიზის შედეგად, მუნიციპალიტეტების მიხედვით.

სახელმწიფოს მიერ მობილიზებულია 150 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა, რაც გასულ წელთან შედარებით გაათმაგებულია. აღნიშნული ტექნიკა უკვე გადანაწილებულია სამეგრელოს, გურიის და იმერეთის მუნიციპალიტეტების მიხედვით, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად დაიწყოს წამლობითი ღონისძიებები.

არსებული რესურსით შესაძლებელია 250 ათასი ჰექტარი ფართობის ოთხჯერ დამუშავება“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics