09:56 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-26 15:41:25, 1465 ნახვა

კომენტარი
კახიძე: ივანიშვილის თანაშემწეებს არ ეყოთ პოლიტიკური წონა, ქვეყანა ემართათ

"ევროპული საქართველოს" წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში მმართველი გუნდის დასასრულის დასაწყისის მაჩვენებელია.

როგორც კახიძემ აღნიშნა, "ქართული ოცნების" არაპოპულარობა საზოგადოებაში იზრდება.

"ბიძინას "მეორედ მოსვლა" ქართული ოცნების დასასრულის დასაწყისზე მიანიშნებს. ივანიშვილი ისედაც იყო ქართული ოცნების არაფორმალური ლიდერი, რომელიც იღებდა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ყოველდღიური მენეჯმენტი მიბარებული ჰქონდა საკუთარი თანაშემწეებისთვის, რომლებსაც აშკარად არ ეყოთ არც კომპეტენცია და არც პოლიტიკური წონა, ემართათ ქვეყანა და პარტიული პროცესი. ივანიშვილის ოფიციალურად დაბრუნება ქართული ოცნების თავმჯდომარედ, ადასტურებს: - აშკარა კრიზისს მმართველ პარტიაში, რაც ისედაც თვალსაჩინო იყო ბოლო ხანებში; - ოცნების ზრდად არაპოპულარულობას ხალხში - მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ", - წერს ოთარ კახიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება.  როგორც მოქმედმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics