|
2018-04-26 14:21:48, 1590 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მიზანი პარტიის გაძლიერებაა
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მიზანი პარტიის გაძლიერებაა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, პარტიაში რეფორმების ახალი ტალღაა საჭირო. „რეფორმები საჭიროა იმისათვის, რომ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, როგორც ევროპული ტიპის პარტია. სწორედ ამ კუთხით არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბიძინა ივანიშვილის ჩართვა პარტიულ ცხოვრებაში თავმჯდომარის რანგში. აქ საუბარია მხოლოდ პარტიის გაძლიერებაზე, ამას სჭირდება მათ შორის შესაბამისი დროც, რისი დროც სამწუხაროდ ნაკლებად აქვს პრემიერს და სხვა პოლიტიკურ თანამდებობის პირებს. შესაბამისად ჰქონდა კონკრეტული მიზეზები ამ გადაწყვეტილებას, თუმცა ყველაფერს უნდა შევხედოთ პოზიტიურად, ნუ მისცემთ ნეგატიურ მიმართულებას. არის პოზიტიური პროცესები, რომელიც წარიმართება ჩვენს პარტიაში, ჩვენი ამოცანაა პარტიის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. კითხვას - დარჩება თუ არა გიორგი კვირიკაშვილი პარტიაში, კობახიძემ ასე უპასუხა: „ბუნებრივია, გიორგი კვირიკაშვილი არის ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ის არის პრემიერ-მინისტრი, ის იკავებს უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობას საქართველოში, აქედან გამომდინარე მას ექნება ბუნებრივია საკვანძო როლი იმ პროცესებში, რომელიც დაკავშირებულია პარტიის განვითარებასა და გაძლიერებასთან“,-განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)