17:22 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-19 16:01:57, 1877 ნახვა

სამართალი
პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შორის საერთო სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

„უახლოეს დღეებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შორის საერთო სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც უწყებებს შორის კომუნიკაციისა და შეწყალების პროცესს გააუმჯობესებს“, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

როგორც მან პრეზიდენტის, სასჯელაღსრულების მინისტრის და შეწყალების კომისიის წევრებს შორის შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, საერთოა მთავარი სულისკვეთება, რომ პროცესის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია.

"იქნება მთელი რიგი მექნიზმები გაწერილი. ამავდროულად, მინისტრს ჰქონდა საკმაოდ საინტერესო ხედვა პროცესის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. მისაღებია მინისტრის ინიციატივა კომისიის შემადგენლობაში იყოს ჩართული სასჯელაღსრულების და პრობაციისა სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენელი. ვფიქრობთ, ეს სამუშაო პროცესი საბოლოო ჯამში მთლიანად უზრუნველყოფს ყველა ტიპის ხარვეზის აღმოფხვრას", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

ცნობისთვის, ავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის, სასჯელაღსრულების მინისტრ კახა კახიშვილისა და შეწყალების კომისიის წევრების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრისას ის საკითხები განიხილეს, რომელიც შეწყალების პროცესს გააუმჯობესებს, რათა შემდგომში შესაძლო ხარვეზების თავიდან აცილება მოხდეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics