|
2015-05-22 13:17:31, 340 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიელი კოლეგა შარლ მიშელი საქართველოში მოიწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბელგიელი კოლეგა საქართველოში მიიწვია. ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრა რიგაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიელ კოლეგას ევროპული არჩევანისადმი ერთგულება კიდევ ერთხელ დაუდასტურა და აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში საბოლოო მიზანი არ არის. შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოების პერსპექტივას და ბიზნესებს შორის კონტაქტების გამყარების აუცილებლობას. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)