17:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-13 14:56:48, 1644 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის ინფრასტრუქტურის და ინვესტიციების ბანკის პრეზიდენტს ძინ ლიცუნს და ბანკის უმაღლეს მენეჯმენტს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ პროექტების მიმდინარეობას, რომელთაც საქართველოში აზიის ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების ბანკი ახორციელებს, აგრეთვე დაგეგმილ და განხილვის პროცესში არსებულ პროექტებს. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა  ნენსკრაჰესის, ელექტროგადამცემი ხაზების, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობის პროექტები, ასევე ბათუმის შემოვლითი გზის პროექტზე, რომელიც ასევე აზიის ინფრასტრუქტურის და ინვესტიციების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. მხარეებმა ყველა ამ პროექტზე გაცვალეს ინფორმაცია. აღინიშნა, რომ პროექტები შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩერქეზიშვილი და გენადი არველაძე, აგრეთვე სს „საქართველოს რკონიგზის" გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics