17:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-12 14:00:07, 1458 ნახვა

ეკონომიკა
ბერძნული ავიაკომპანია ELLINAIR-ი თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს შეასრულებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და  ბერძნულ ავიაკომპანია ELLINAIR-ს შორის მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შედეგად, მაისიდან განახლდება რეგულარული რეისების შესრულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სალონიკის და კუნძული კრეტას მიმართულებით.

ფრენა AIRBUS 320 და BOEING 737 ტიპის თვითმფრინავებით 22 მაისიდან თბილისი-სალონიკი-თბილისის მიმართულებით კვირაში ერთხელ,  ყოველ სამშაბათს განხორციელდება.

14 ივნისიდან კი რეისები კვირაში ორჯერ - ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს შესრულდება. ერთი გზის ბილეთის ფასი 297 ლარიდან, ხოლო ორი გზის ბილეთის ფასი 591 ლარიდან დაიწყება.

14 ივნისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები კუნძული კრეტას მიმართულებით დაინიშნება. ჰერაკლიონის მიმართულებით რეისები კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს შესრულდება და ორმხრივი ბილეთის ფასი 765 ლარი იქნება.

ავიაბილეთის ფასში შედის: 8 კგ ხელბარგი; 20 კგ ბარგი; კვება ბორტზე; გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელები; აეროპორტში რეგისტრაციის გავლა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქეებში საბერძნეთი ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა და აღნიშნული რეისების დამატება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული პოტენციალის გაღრმავებას.

 

  1. (NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics