|
2018-04-06 15:25:57, 776 ნახვა
რეგიონი
შრომის ინსპექცია: სეისმურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ ტრაგედიის დღეს მინდელის შახტაში სეისმური ბიძგები არ იყო
შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლის ირაკლი იობიძის განცხადებით, სეისმურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ მინდელის შახტაში ტრაგედიის დღეს სეისმური ბიძგები არ ყოფილა. როგორც იობიძემ აღნიშნა, მათ გამოთხოვილი აქვთ უსაფრთხოების შესახებ დოკუმენტაცია და მის შესწავლას მიღებისთანავე დაიწყებენ. "რაც შეეხება სამთო დარტყმას, დღეს სამუშაო ჯგუფი ისევ ვიკრიბებით - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო. ისევ ჩავალთ და ვიმედოვნებთ, რომ მივალთ კონკრეტულ ადგილზე, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, დავათვალიერებთ ადგილს, შევისწავლით სიტუაციას. ეკონომიკის სამინისტრო თავის ნაწილში, ჩვენ ჩვენს ნაწილში და ამის შემდეგ გავაგრძელებთ მოკვლევას. დოკუმენტაცია გამოთხოვილი გვაქვს უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით და მიღებისთანავე შევისწავლით ყველაფერს", - განაცხადა ირაკლი იობიძემ. შეგახსენებთ, გუშინ, გამთენიისას, ქალაქ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის N1 უბანში, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. შსს-ს ინფორმაციით, ჩამონგრევის დროს, ამავე შახტაში მყოფმა სამთო ოსტატმა - 1963 წელს დაბადებულმა გ. ნ.-მ, სამთო მუშებმა: 1981 წელს დაბადებულმა ი. კ.-მ და 1963 წელს დაბადებულმა მ. ა.-მ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. შემთხვევის შედეგად, სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს ამავე შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატმა: 1972 წელს დაბადებულმა მ. ქ.-მ, ოსტატ-ამფეთქებელმა - 1968 წელს დაბადებულმა ბ. გ.-მ, სამთო მუშებმა - 1992 წელს დაბადებულმა პ. გ.-მ, 1959 წელს დაბადებულმა გ. რ.-მ, 1990 წელს დაბადებულმა გ.ბ.-მ და 1966 წელს დაბადებულმა ე.ბ-მ. ყველა მათგანი, მიღებული დაზიანებების შედეგად, გარდაიცვალნენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)