17:01 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-05 13:37:41, 1526 ნახვა

სამართალი
პროკურორი: მოწმემ, რომლის ტანსაცმელზეც სისხლი აღმოჩნდა, არაერთხელ დაადასტურა, რომ გარდაცვლილთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის განცხადებით, მოწმემ, რომლის ტანსაცმელზეც ერთ-ერთი გარდაცვლილის სისხლი აღმოჩნდა, სასამართლოში არა ერთხელ დაადასტურა, რომ მას გარდაცვლილთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა.

პროკურორის თქმით, ინფორმაციის გავრცელება, რომლის თანახმადაც მოწმეს გარდაცვლილთან კონტაქტი არ ჰქონია, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - მოწმემ, რომლის ტანსაცმელზევ ამოვიდა ერთ-ერთი გარდაცვლილის, დნმ-ის შემადგენლობა, ანუ სისხლი, მას უშუალოდ, პირადად კონტაქტი ჰქონდა ამ გარდაცვლილთან. რაც შეეხება იმ ვერსიას, რომ მას არ ჰქონია კონტაქტი გარდაცვლილთან, ეს რეალობას არ შეესაბამება. ეს არის საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების მცდელობა", - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მოზარდი მოკლეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი- ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანია დაპატიმრებული, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics