12:06 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-04 13:01:17, 554 ნახვა

რეგიონი
საქართველოში ბუნებრივი აირი დამატებით 17 517 ოჯახს მიეწოდება

საქართველოში ბუნებრივი აირი დამატებით 17 517 ოჯახს მიეწოდება, - გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს მთავრობა კიდევ 19 მუნიციპალიტეტის 80 სოფელსა და 1 ქალაქში განახორციელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მასშტაბური სამუშაოები, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 39,5 მლნ ლარით დაფინანსდება, განხორციელდება დედოფლისწყაროს, ქობულეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, თერჯოლის, წყალტუბოს, ლაგოდეხის, დუშეთის, მცხეთის, სენაკის, ბოლნისის, გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, გარდაბნის, ზუგდიდის და ხობის მუნიციპალიტეტების არაერთ სოფელში, ასევე - ქალაქ მარტვილში, გაზიფიცირების გარეშე დარჩენილ უბნებში.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 2013-2017 წლებში  80 ათას ახალ ოჯახს მიეწოდა ბუნებრივი აირი მთავრობის მიერ განხორციელებული გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად; ახალი სამუშაოები კი დამატებით 17 517 ოჯახის გაზიფიცირებას ითვალისწინებს, რაც, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების კუთხით, ძალიან მნიშნელოვანია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics