17:01 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-03 15:59:48, 1568 ნახვა

სამართალი
გიორგანაშვილი: აუცილებად ვეცდები, დავასრულო ეს ავადმყოფური სისტემა

აუცილებად ვეცდები, დავასრულო ეს ავადმყოფური სისტემა – ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა გიორგი გიორგნაშვილმა  თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისთვის წარდგენილ ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით პროცესი მიმდინარეობს.

„არანაირ კომპრომისზე არ ვაპირებ წასვლას. გულით მრცხვენია იმ პარლამენტარების და სისტემის, რომლებიც ასე უაზროდ, ავადმყოფურად ცდილობენ პირველ რიგში, საზოგადოებრივი აზრისა და მოძრაობის დისკრედიტაციას, რომელიც ამდენი წელია ცდილობს ნარკოპოლიტიკის შეცვლას, ასევე პრეზიდენტის დისკრედიტაციას, რომელიც ყოვლად უსამართლოა. აუცილებლად ვეცდები დავასრულო ეს ავადმყოფური სისტემა“, – განაცხადა გიორგანაშვილმა.

დღეს წინასასამართლო სხდომის თარიღი განისაზღვრა, სასამართლო სხდომა 21 მაისს დაინიშნა. 

შეგახსენებთ, რომ შსს-მ გასულ წელს თურქეთიდან რეანიმობილით უკანონოდ შემოტანილი დაახლოებით 900 აბი ნარკოტიკული საშუალების საქმის ორგანიზატორი დააკავა. აღნიშნულ საქმეში გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) ფიგურირებდა. შსს-ს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების შემოტანას ორგანიზებას შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელის შვილი ი.ქ. უკეთებდა და ნარკოტიკული საშუალებების საზღვარზე გადმოტანისთვის რეანომობილებს იყენებდა. 

გიორგანაშვილს ახალი ბრალი გუშინ წაუყენეს, რომელიც სასჯელის სახით 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. გიორგი გიორგანაშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics