16:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-03 12:55:25, 1362 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში სამი ბრალდებული დამნაშავედ სცნო

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულები ვ.ფ, ა.ტ და შ.თ.  დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" „გ" და მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტებით.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017  წლის 19 ივნისს,  დაახლოებით 10:15 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ვ.ფ, ა.ტ და შ.თ,  ქუთაისში, 26 მაისის ქუჩაზე ყაჩაღურად თავს დაესხნენ ს.ს „ნოვა ტექნოლოჯის"  თანამშრომლებს, რომლებსაც სააქციო საზოგადოების თანხა გადაჰქონდათ და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ს.ს „ნოვა ტექნოლოჯის" კუთვნილ „რენო-კლიოს" მარკის ავტომანქანას და  თანხას  101 442 ლარის ოდენობით.

სამართალდამცველებმა ვ.ფ, ა.ტ და შ.თ  2017  წლის 22 ივნისს ქუთაისში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" „გ" და მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით  დაპატიმრება შეეფარდათ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ვ.ფ-ს 8 წლით, ა.ტ-ს 9 წლით, ხოლო შ.თ-ს 10  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics