|
2015-05-20 19:25:53, 2147 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი: "ქართული ფილმის" მართვის კონცეფცია და მმართველი გუნდი თავად ამ სფეროს წარმომადგენლებმა უნდა შეარჩიონ
საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "ქართული ფილმის" მართვის კონცეფცია და გუნდი უნდა შეირჩეს თვითონ ამ სფეროს წარმომადგენლების მეშვეობით და არა სახელმწიფოს ჩარევით. ამის შესახებ მინისტრმა "ქართული ფილმის" ხელმძღვანელად ნატო კვინტრაძის წარდგენასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე ჟურნალისტებს განუცხადა. „კულტურის მინისტრთან ერთად შევხვდით დღევანდელი საბჭოს წარმომადგენლებს და განუმარტეთ მათ ჩვენი პოზიცია. ასევე შევხვდით ყოფილ აქციონერებს, რომლებიც დავობენ წართმეული წილის შესახებ. ჩვენ ორივე მხარეს განვუმარტეთ პოზიცია. ვთვლით, რომ აბსოლუტურად არასწორია, კინოსტუდია ,,ქართული ფილმი“ იმართებოდეს სახელმწიფოს მიერ ასეთი დონის ჩარევით. ამიტომ, ჩვენ შევთავაზეთ მათ, რომ მოიპოვონ მანდატი კინემატოგრაფისთა კავშირის მხრიდან. ეს არის ყველაზე წარმომადგენლობითი ორგანიზაცია, სადაც გაერთიანებულია ამ დარგის, პრინციპში, ყველა წარმომადგენელი. მმართველი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, არის დროებითი მმართველი, რომელიც სულ რამდენიმე თვის განმავლობაში შეასრულებს ძალიან ელემენტარულ საბუღალტრო და ტექნიკურ პროცედურებს. საუბარია იმაზე, რომ გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა კინოსტუდია ,,ქართული ფილმის“ აქტივების მართვის კონცეფციაზე და მმართველი გუნდის შერჩევაზე“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო არ აპირებს ჩარევას ამ პროცესში. „პირობას გაძლევთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან საერთოდ არ ვაპირებთ არანაირ ჩარევას ამ გადაწყვეტილების მიღებაში და მთლიანად გვინდა, რომ ეს მანდატი გადავცეთ კინემატოგრაფისტთა კავშირს. ამის შემდეგ საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო ან ქონების გასხვისებას აპირებს, ან რაიმე ფორმით აპირებს, რომ ეს ადამიანები დატოვოს თამაშგარეთ, არის აბსოლუტურად მოკლებული ყველანაირ რეალობასა და საფუძველს. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა ბატონი მერაბ კოკოჩაშვილის მიმართ, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ - ჩვენი სურვილია, რომ კინოსტუდია ,,ქართული ფილმის“ მართვის კონცეფცია და გამარჯვებული კონცეფცია შეირჩეს თვითონ ამ სფეროს წარმომადგენლების მეშვეობით და არა სახელმწიფოს ჩარევით. რამდენჯერაც სახელმწიფოს ჩარევით მოხდა მმართველი გუნდის შერჩევა, იმდენჯერ ამან გამოიწვია დიდი წინააღმდეგობა თვითონ სფეროს წარმომადგენლებს შორის“, - აღნიშნა მინისტრმა. ვიცე-პრემიერის შეფასებით,, არასწორია, რომ მმართველი საბჭო დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ არის დანიშნული. „სწორედ ამის გამოსწორება გვინდა, რომ საბჭოც და დირექტორიც შეარჩიოს კინემატოგრაფისტთა კავშირმა საუკეთესო კონცეფციისა და მმართველი გუნდის გამოვლენის გზით. ამის შემდეგ ყველანაირი ბრალდებები, მე მგონია, რომ არის საფუძველს მოკლებული“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)