22:24 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-20 16:01:55, 489 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრი აშშ-ს ჯორჯიის შტატის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა აშშ-ს ჯორჯიის შტატის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. დელეგაციის წევრები არიან ჯორჯიის შტატის გამოძიების ბიუროს და პოლიციის დანაყოფების ხელმძღვანელი პირები და აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს თბილისის ოფისის წარმომადგენლები. 
ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს დელეგაცის წევრები გაეცნობიან სამინისტროს მუშაობის სპეციფიკას, დაათვალიერებენ პოლიციის დანაყოფებს, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს „112“ და კინოლოგიურ სამსახურს. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროსთან მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები და ტრეინინგები შემდეგი მიმართულებებით: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, ოჯახში ძალადობა, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა, კინოლოგიური დანაყოფის განვითარება და სხვა. აღნიშნული სწავლების დიდი ნაწილი ჯორჯიის შტატის ინსტრუქტორთა ხელშეწყობით ხორციელდება.'





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics