16:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-27 15:03:00, 1863 ნახვა

სამართალი
შსს-ს პოლიციის ატაშეები დამატებით კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ეყოლება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით,დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში  საქართველოს ევროკავშირის 17 ქვეყანასთან აქვს ორმხრივი  შეთანხმება გაფორმებული, ხოლო 10 ქვეყანასთან მოლაპარაკებები  მიმდინარეობს.

როგორც ჯავახაძემ პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აღნიშნა, პოლიციის ატაშეების როლი ევროკავშირის ქვეყნებში ძალიან ეფექტურია.ჯავახაძე განმარტავს, რომ შსს-ს პოლიციის ატაშე ამ ეტაპზე 8 ქვეყანაში ჰყავს. ესენია: ავსტრია, გერმანია, ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი და შვედეთი.

„ანუ ის ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი ქართველი იმყოფება და საფრთხეა, რომ  კრიმინალური საქმიანობით დაკავდებიან ქართველები. ძალიან აქტიური თანამშრომლობა აქვთ  პოლიციის ატაშეებს ადგილობრივ პოლიციის ოფისებთან. ამ მხრივ რაიმე პრეტენზია არ არსებობს. გადავწყვიტეთ ეს ქსელი კიდევ უფრო გავაფართოვოთ. ვფიქრობთ, ახალი ქვეყნები ატაშეების კუთხით იქნება ბელგია, ჩეხეთი გადაფარვით უნგრეთსა და სლოვაკეთში, შვედეთმა გადაფაროს ნორვეგია დანია და ფინეთი, ესპანეთიდან მოხდეს პორტუგალიის გადაფარვა, საბერძნეთიდან კი კვიპროსის, ბულგარეთის, ალბანეთისა და სერბეთის“,-განაცხადა ნინო ჯავახაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics