16:35 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-26 17:49:19, 1759 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ დაფინანსებით კახეთში სასტუმრო „Akhasheni Wine Resort“-ი გაიხსნა

„საქართველს ბანკისა“ და KTW ჯგუფის კიდევ ერთი წარმატებული თანამშრომლობის შედეგად კახეთში, კერძოდ სოფელ ახაშენში საერთაშორისო სტანდარტების მქონე სასტუმრო „Akhasheni Wine Resort“  გაიხსნა.

„Akhasheni Wine Resort“ KTW Group–ის ახალი პროექტია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით. „Akhasheni Wine Resort“  გათვლილია, როგორც ადგილობრივ დამსვენებელზე, ასევე უცხოელ ტურისტებზე. სასტუმროში განთავსებულია 41 ნომერი, აქედან ორი ნომერი სრულიად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. აღსანიშნავია, რომ ეს არის ერთადერთი სასტუმრო კახეთის რეგიონში, რომელსაც მსგავსი ტიპის ნომრები გააჩნია. „Akhasheni Wine Resort“-ში სტუმრებისთვის ასევე არის, საკონფერენციო და გასართობი სივრცეები, 4 საცურაო აუზი, ღვინის მარანი და ვენახი. სასტუმროს პროექტის ჯამური მოცულობა 2.3 მილიონი აშშ დოლარია, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს ბანკის მიერ, პროექტების DCFTA–ის და „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში.

 „თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკურად გამართული პროექტების დაფინანსება, რადგან წარმატებული კერძო სექტორი,  ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა.  KTW ჯგუფთან მრავალწლიანი პარტნიორული ურთიერთობა გვაკავშირებს და 10–მდე ერთობლივი პროექტი გვაქვს განხორციელებული, რომელთა ჯამური მოცულობა 40 მილიონ ლარს შეადგენს. ჩვენთვის ორმაგად სასიხარულო და საამაყოა, რომ თანამონაწილეები ვართ კიდევ ერთი წარმატებული პროექტისა. სრულიად ახალი სასტუმროს „Akhasheni wine resort“ -ის მშენებლობა კახეთის რეგიონში მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ღვინის ტურიზმის მიმართულებით“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics