11:12 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-25 15:14:47, 1274 ნახვა

რეგიონი
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 22 ავტომობილი გადაეცა

რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლება დასრულდა.

სპეციალურად მაღალმთიან რაიონებში ოპერირებისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 22 ახალი ჯიპის ტიპის მანქანა გადასცა. 

განახლებული ავტოპარკი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად დაათვალიერა. 

ავტომობილები ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო წესით სრულად არის აღჭურვილი. ჯიპის ტიპის სპეცმანქანებით გადაადგილება ყველა სახის, მათ შორის განსაკუთრებით რთულ რელიეფზეც არის შესაძლებელი. 

რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლება 2014 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და ამ დრომდე უკვე 222 ახალი, სამედიცინო ინვენტარით სრულად აღჭურვილი სპეცმანქანით შეივსო. 

განახლებული ავტოპარკი რეგიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
თეთრი სახლის მახლობლად სროლის ხმა გაისმა, საიდუმლო სამსახურმა კი ეჭვმიტანილი მოკლა
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics