16:35 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-22 18:37:57, 1867 ნახვა

სამართალი
დმანისში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

დმანისში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყნა, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. 

უწყების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის რაიონის სოფელ დიდ დმანისში მომხდარი ცემის ფაქტზე გამოძიება, ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.
მიმდინარე წლის 22 მარტს, 00:08 საათზე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ დმანისის საკრებულოს წევრმა პარტია „ქართული ოცნებიდან“ შ. ა.-მ მოქალაქე მ.მ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდაცველებმა შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს, პოლიციამ უკვე გამოკითხა როგორც დაზარალებული მოქალაქე, ისე საკრებულოს წევრი. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა.
გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველო აწარმოებს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics