21:47 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-19 18:05:48, 381 ნახვა

საზოგადოება
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გაფიცული თანამშრომლები განათლების მინისტრის მოადგილეს ხვდებიან

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები განათლების სამინისტროში მინისტრის მოადგილეს ხვდებიან. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა  დაახლობით, 2 საათზე მეტია მიმდინარეობს.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ცენტრის დირექტორად ზაზა აბაშიძის არჩევას აპროტესტებენ. როგორც ისინი აცხადებენ,  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გასაუბრება და კომისიის სხდომა გაიმართა. მათივე მტკიცებით,  კომისიის წევრები ძირითადად შედგებოდნენ განათლების სამინისტროს წარმომადგენლებისაგან. "შედეგად, მიღებულ იქნა სუბიექტური გადაწყვეტილება და დირექტორად აირჩიეს ზაზა აბაშიძე. კომისიამ არ გაითვალისწინა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა რეკომენდაცია",-აცხადებენ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებას ითხოვენ: გაუქმდეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები; დაუბრუნდეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, მის სამეცნიერო საბჭოს, დირექტორის არჩევის უფლება; შეიცვალოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მაკონტროლებელი უწყება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics