|
2018-03-19 15:38:23, 598 ნახვა
რეგიონი
დაპირისპირება საყდრისში - RMG-ის თანამშრომლები პოლიტიკოსებს ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევდნენ
საყდრისში სამოქალაქო აქტივისტებისა პოლიტიკოსების გამოჩენას ხმაური და კომპანიის წარმომადგენლებთან დაპირისპირება მოჰყვა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, „RMG GOLD”-ის თანამშრომლები საყდრისის გადარჩენის ფონდის წევრებს იმ ტერიტორიაზე არ უშვებდნენ, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე ყიდის. ადგილზე ჩასულმა აქტივისტება შლაგბაუმის გარღვევა სცადეს. დაპირისპირების შემდეგ RMG-ის თანამშრომლებმა ადგილზე ჩასული სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მცირე ჯგუფი ტერიტორიაზე შეუშვეს. სიტყვიერი დაპირისპირება საყდრისის საბადოს ტერიტორიაზეც გაგრძელდა. RMG-ის წარმომადგენლებმა ადგილზე მყოფ პოლიტიკოსებსა და საყდრისის გადარჩენის ფონდის წარმომადგენლებს სთხოვეს რუქაზე ეჩვენებინათ ის ადგილი, რომლის აუქციონზე გატანასაც აპროტესტებენ. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, აქციის მონაწილეებმა არ იციან რა ადგილზეა საუბარი. „ეს არის შეცდომაში შეყვანის ხატოვანი მცდელობა. ჩვენ ახლა ამ პოლიტიკურ დაპირისპირებებში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. აი, ეს ტერიტორიაა და თუ თქვენ მეტყვით, რომ ამ ადგილზე რაიმე საქმიანობა ხორციელდება, მზად ვარ რომ ჩემი სიტყვები უკან წავიღო“,- განაცხადა RMG-ის დირექტორის მოადგილემ, ამირან ქართველიშვილმა. მათ საპასუხოდ კი აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ და აუქციონში თავად მიიღებენ მონაწილეობას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)