16:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-17 12:11:26, 2650 ნახვა

ეკონომიკა
126 წლიანი ტრადიციის მქონე ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი ფართოვდება

ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი, რომელიც ამჟამად „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფუნქციონირებს, ახალ ფილიალს ხსნის. ის თბილისში აბულაძის ქუჩაზე განთავსდება და 23 მარტიდან მიიღებს პაციენტებს. 2018 წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით კი ხუთი ფილიალი გაიხსნება.

გამოცდილი ექიმებით დაკომპლექტებული ახალი ფილიალები, რომლებიც აღჭურვილი იქნება უახლესი ოფთალმოლოგიური ტექნიკითა და ქირურგიული აპარატურით, თბილისის სხვადასხვა უბნებში, ქვეყნის ქალაქებსა და რაიონებში გაიხსნება.   

ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს თვალის დაავადებათა მკურნალობის 126 წლიანი ტრადიცია აქვს და პაციენტებს მუდმივად სთავაზობს ულტრათანამედროვე ოფთალმოლოგიურ სერვისებს: სათვალის მოხსნა ფემტო ლაზერით, კატარაქტის ფაკოემულსიფიკაცია, ბადურის და გლაუკომის ქირურგია და სხვა.

126 წლის გამოცდილების მქონე ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი  „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფუნქციონირებს და საუკეთესო ოფთალმოლოგიურ სერვისებით უზრუნველყოფს ბავშვებსა და მოზრდილებს, მათ შორის გადაუდებელი ოფთალმოლოგური დახმარების მომსახურებას, რომელიც 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics