|
2018-03-17 11:37:14, 887 ნახვა
რეგიონი
„საქართველოს მელიორაცია“ ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს
მცხეთაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეუნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოები ითვალისწინებს სარწყავი სისტემის არხების ფილტრაციის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას და მაგისტრალური არხის ჩამქრობი ჭის მოწყობას. რეაბილიტაციის ფარგლებში არხი რკინა-ბეტონის ფილებით მოპირკეთდება, მოეწყობა ბერმები და მოიხრეშება გზა. ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემა ემსახურება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის შემდეგ სოფლებს: წითელსოფელს, ნაოზას, აღდგომლიანთკარს, მისაქციელს, ნატახტარს, ახალუბანს, წილკანს, ძალისს, მუხრანს, ქანდას, ჩარდახს, წეროვანს, გოროვანს და ვარდისუბანს; სარწყავი სისტემა 5 000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს რწყავს. დღეისათვის მცხეთა-მთიანეთის რეგიონში წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი 9 974 ჰექტარს შეადგენს, სარწყავი წყლის მიწოდება 1 600 ჰექტარზეა გაუმჯობესებული, ხოლო სადრენაჟო სამუშაოები განხორციელდა 2 900 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე. ბოლო 6 წლის მანძილზე რეგიონში 278 ჰიდროტექნიკური ნაგებობა შეკეთდა, ასევე, გაიწმინდა და მოწესრიგდა 628 კმ სამელიორაციო არხი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)