16:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-15 16:15:58, 1800 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) საჯარო ლექცია წაიკითხა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ლექციას - „ეკონომიკური პოლიტიკის გადაწყვეტილებები და მათი გავლენა ეკონომიკაზე“ BTU-ს სტუდენტები ესწრებოდნენ. ლექცია ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა.

მინისტრმა სტუდენტებს საჯარო ლექციის მიმდინარეობისას გააცნო მთავრობის ხედვა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ასევე ესაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი სტრუქტურული და ინსტიტუციონალური რეფორმები.

პირველმა ვიცე-პრემიერმა  ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მნიშვნელობაზე, საპენსიო რეფორმაზე, კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, საჯარო კერძო თანამშრომლობის სქემაზე, ლარიზაციაზე, სივრცით დაგეგმარებაზე, ენერგეტიკული ბაზრის რეფორმაზე, წიაღის მართვის გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და სხვა.

საჯარო ლექცია სტუდენტების მაღალი ჩართულობით წარიმართა.

ლექციას ასევე ესწრებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics