15:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-14 19:43:41, 1753 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი - ანაკლიაში წელს რამდენიმე მუსიკალური weekend-ი გაიმართება

„ანაკლიასთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ, რომ წელს გარდამავალი პერიოდი გამოვაცხადოთ, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა Check in Georgia-ს 2018 წლის პრეზენტაციაზე განაცხადა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, გარდამავალ პერიოდში ანაკლიაში არაერთი პროექტი განხორციელდება.

„ანაკლია წელს გარდამავალ პერიოდში იმუშავებს. ჩატარდება რამდენიმე მუსიკალური weekend-ი,  მათ შორის ერთი ვრცელი, 4-დღიანი მუსიკალური weekend-ი. ასევე  კვირის დღეებში დაგეგმილია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინოვაციების და სტარტაპ ეკოსისტემის ხელშემწყობი ღონისძიებების და ბუთკემპების ჩატარება", - აღნიშნა მინისტრმა Check in Georgia-ს პრეზენტაციაზე.

ამასთან ერთად, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება მხარდაჭერის 3 ან 5-წლიანი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ანაკლიაში ღონისძიებების სტაბილურ გრაფიკს - ყოველწლიური ფესტივალის არსებობას და ამ ფესტივალის გრძელვადიან მხარდაჭერას.

Check in Georgia-ს წლევანდელი პროექტის ფარგლებში ღონისძიებები აპრილში დაიწყება და წლის ბოლომდე გასტანს. პროექტი თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებსა და რეგიონებს მოიცავს.

წლევანდელი Check-in Georgia-ს ქოლგის ქვეშ გაერთიანდა თითქმის ყველა მასშტაბური ფესტივალი, მათ შორის ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, თბილისის საერთაშორისო თეატრალური და ფოტო ფესტივალები, რეგიონალური თეატრების ფესტივალი, საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea და სხვა. აღსანიშნავია, რომ Check in Georgia-ს

შემოუერთდნენ „ოუფენ ეარი", 4 GB და ა.შ.

Check in Georgia-ს წლევანდელი ბიუჯეტი 20 მილიონი ლარი იქნება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics