15:48 - 28 May, 2026
|
2018-03-14 18:09:36, 1569 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძემ ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოში შეხვედრა გამართა
საუდის არაბეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანს, აბდულ ლატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანის შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის პარტნიორობისა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, GCC-ის წევრი ქვეყნები დაინტერესებულნი არიან საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალით, რასაც მოწმობს არაბული კომპანიების გააქტიურება ქართულ ბაზარზე. შეხვედრებზე მხარეები შეთანხმდნენ გაგრძელდეს აქტიური დიალოგი, რაც ხელს შეუწყობს GCC-ის წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს ბიზნეს და ტურისტული გარემოთი დაინტერესებას.
(NS)
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)